მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ხანძარი 12 900 კვ.მ. ფართობზეა გავრცელებული

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ხანძარი 12 ათას 900 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული და მის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ. სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. ხანძარი სავარაუდოდ აფეთქების შემდეგ გაჩნდა.

საკონცერტო დარბაზში სავარაუდოდ ოთხმა შეიარაღებულმა პირმა კონცერტის დაწყებამდე ცეცხლი გახსნა, რასაც 40 -მდე ადამიანი ემსხვერპლა და დაჭრილია 100-ზე მეტი. სროლის შემდეგ კი აფეთქება მოხდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები მიიმალნენ. 

გაათენე საქართველოსთვის | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი