"მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია, ვიქნები პრემიერმინისტრი მაქსიმუმ 2 წელი" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას, ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში 31 ოქტომბრის არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები - ეს არის არჩევნები იმისა, ვიქნებით მუდმივად თუ არა სიღარიბეში, ეს არის ყოფნა-არყოფნის არჩევნები ...მთავარი რაც ჩვენ გვინდა არის მშვიდობა და სამართლიანობა"- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშს კიდევ ერთხელ უხდის და მისი ხელისუფლებისდროინდელ შეცდომებზე საუბრობს - ბევრ რაღაცაში ვიყავით ხისტი და უსამართლო, ეს ტენდენცია გაუარესდა და გაგრძელდა - ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მან საკუთარ თავზე გამოსცადა რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო და აღნიშნა, რომ სისტემაში რეფორმები უნდა გატარდეს. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი მოსამართლეები, ასევე შსს-ს პოლიციის ფუნქცია ფორმალურად უნდა დარჩეს, ხოლო სასჯელაღსრულება უნდა გამოეყოს იუსტიციას და მისი ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელში უნდა გადავიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას თქვა, რომ  ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, თუ კიდევ გაგრძელდება, 5 წელიწადში მოსახლეობა 1 მილიონამდე შემცირდება და ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი