ნეთანიაჰუს თქმით, გაეროს რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან თავშეკავების გამო, აშშ-ში დელეგაციას აღარ გაგზავნის

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა გაეროს რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, ის ვაშინგტონში დელეგაციას არ გაგზავნის. ინფორმაციას პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს. 

"ამერიკის პოზიციის ცვლილების ფონზე, პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება აშშ-ში," - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაშინგტონში დელეგაცია, ღაზას სამხრეთით ქალაქ რაფაში, ისრაელის დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის განსახილველად მიემგზავრებოდა.

"ეს იმედგაცრუებაა. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი არ ჩამოვლენ ვაშინგტონში, რათა შევძლოთ საუბარი მათთან რაფაში შესვლის ეფექტური ალტერნატივების შესახებ. არაფერი შეცვლილა ჩვენს შეხედულებებში, რომ რაფაში შესაძლო სახმელეთო შეტევა დიდი შეცდომა იქნება," - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

აშშ-მა უარყო მოსაზრება, რომ თავშეკავება აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი