"მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი - ბატონი პუტლერის" | მალიუკი "დაპატიმრებაზე"

გამოქვეყნდა:

კრემლის ჯიბის მოსამართლეების დაკავების გადაწყვეტილება ყურადღებას არ იმსახურებს - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის კომენტარში, რომელსაც  SBU-ს პრესსამსახური მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

რუსულმა სასამართლომ მალიუკს "ტერორიზმის" ბრალდებით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საუბარია ყირიმის ხიდზე, 2022 წელს მომხდარ აფეთქებაზე. 

"მე, როგორც ყველა უკრაინელს, მაინტერესებს მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი - მათი ბატონი პუტლერის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სამხედრო დამნაშავე დავინახოთ ჰააგის სასამართლოს სკამზე რაც შეიძლება მალე.“ - ხაზგასმით აღნიშნა  SBU-ს ხელმძღვანელმა.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი