უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, თენგიზ ჭანიას, ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ბრძოლისას დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. ის პროზექტურაშია გადასვენებული.

მისი მეგობრების თქმით, უახლოეს დღეებში ცხედარი ტაძარში იქნება დასვენებული. სავარაუდოდ, 28 მარტს მას ჯერ ვარშავაში გადაიყვანენ, შემდეგ კი საქართველოში გადმოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. 

აფხაზეთიდან დევნილი ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელიც.

უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. გადმოსვენების შემდეგ ჭანიას საოკუპაციო ხაზთან, სამხედრო პატივით, მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 62 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ავტორი: ემა გოგოხია 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი