
ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ დღეს დილით მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ორი ადამიანი გადაარჩინა შეძლეს. წყლიდან ერთი მათგანი ტრავმის გარეშე ამოიყვანეს, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი თქმით, ეძებენ შვიდ ადამიანზე მეტს, მაგრამ რიცხვი შეიძლება შეიცვალოს, რადგან საქმე აქვთ მასშტაბურ ინციდენტთან. მანამდე ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ წყალში შესაძლოა 20-მდე ადამიანი იყოს.
ბალტიმორში სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოიშალა, მასზე მოძრავი მანქანები წყალში ჩაცვივდა.
გემის ეკიპაჟი ამ დროისთვის ბორტზე რჩება და კავშირზე არიან აშშ-ის სანაპირო დაცვასთან. სასწრაფო დახმარების სამსახურები იკვლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინციდენტის დროს ხიდზე მუშები იმყოფებოდნენ.
სატვირთო გემი დაქირავებული იყო Maersk-ის მიერ და გადაჰქონდა მათი მომხმარებლების ტვირთი. კომპანიამ განაცხადა, რომ მათი პერსონალი ან ეკიპაჟი ბორტზე არ იმყოფებოდა და გემს მართავს ჩარტერული გემების კომპანია Synergy Group.