ჩარტერი, მშობლების ნაჩუქარი 150 000 ლარი, გაზრდილი დანაზოგი | ღარიბაშვილის ახალი დეკლარაცია

გამოქვეყნდა:

გამოქვეყნდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახალი დეკლარაცია, რომელიც 2024 წლის 23 მარტსაა შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილს მშობლებმა ამჯერადაც აჩუქეს ფული - 150 000 ლარი. მისი ხელფასი გასულ წელს 45 104,4 ლარი იყო. 

წინა დეკლარაცია ღარიბაშვილს 2023 წლის 30 ოქტომბერს აქვს შევსებული, ამ დროიდან, ახალი დეკლარაციის შევსებამდე ყოფილი პრემიერის დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.  

ღარიბაშვილს გასულ წელს ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა, ამ გრაფაში ცალკეა მითითებული მისი შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასვლისთვის დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი: 

"ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა, უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი".

ხარჯებში ასევე მითითებულია ოჯახის წვეულება, რომელიც 15000 ლარი დაჯდა. ტყით სარგებლობისთვის  2023 წელს - 6255,9 ლარი გადაიხადეს, შვილების სწავლისთვის - 42 908 ლარი, ხარჯებში არ შედის უფროსი შვილის - ნიკოლოზ ღარიბაშვილის აშშ-ში სწავლის საფასური.

შეგახსენებთ, 2023 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ მაშინდელი პრემიერის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები ტარიელ ღარიბაშვილმა, ანუ "ოცნების" თავმჯდომარის მამამ გადაიხადა. მიუნხენში ღარიბაშვილმა შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჩაიყვანა.ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და 34 ათასი ევროს ეკვივალენტი იყო ლარში. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი