"საქმე უნდა შეწყდეს, პროკურატურამ 9 თვეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა" | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მისი შეფასებით, საქმე უნდა შეწყდეს.

„პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივარს და ფეხბურთელებს მივულოცავ გუშინდელ გამარჯვებას.

რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს.

საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა. [IPN]

გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

სასამართლომ მას გასული წლის 6 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი