პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების სია გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების სია გამოაქვეყნა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად (საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8), ისე ელექტრონული მეილის (contact@parliament.ge) საშუალებით, 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

გთავაზობთ წარსადგენი დოკუმენტების სრულ სიას:

  1. კანდიდატის 2 ფოტოსურათი.
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  4. არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი.
  6. კანდიდატის ბიოგრაფია და CV.
  7. ცნობა ნასამართლობის შესახებ.
  8. არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი გამოცდილება) აღწერა.
  9. ხელწერილი, რომლითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატი ადასტურებს მისი კანდიდატურის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას (დანართი No1, დანართი No2).
  10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის/ წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა (დანართი No3, დანართი No4).
  11. ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − ანტიკორუფციული ბიუროდან იმის შესახებ, რომ პირი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ მოთხოვნას: ცესკოს წევრობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა იყოს ისეთი პირი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა რომელიმე პარტიის შემომწირველი.
  12. ცნობა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან იმის შესახებ, რომ პირი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“: 
  13. 13.ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო სამსახურის ბიუროდან იმის შესახებ, რომ პირი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
  14. ურიდიული პირიდან - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან იმის შესახებ, რომ პირი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მარტს გამოსცა ბრძანება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი