საქართველოში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება.
მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გაზრდილია დაინფიცირების მაჩვენებელი და ის უკვე წითელ ზონას მიეკუთვნება.
აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი - ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება, - ამბობს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში ფიზიკური დასწრებით სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.