რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებული თავდასხმის მონაწილეების დაფინანსების სქემაში იყო ჩართული.

ასევე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ "გამოძიებამ დაადასტურა კავშირი "კროკუსში" მომხდარ თავდასხმასა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის".

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი