რუსეთი ამტკიცებს, რომ "გამოძიებამ დაადასტურა კავშირი "კროკუსში" მომხდარ თავდასხმასა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის"

გამოქვეყნდა:

რუსეთი ამტკიცებს, რომ "გამოძიებამ დაადასტურა კავშირი "კროკუსში" მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის" - ინფორმაციას რუსული გამოცემა TACC რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლისა და ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად მიღებულია მტკიცებულება, რომ ისინი დაკავშირებულები არიან უკრაინელ ნაციონალისტებთან," - ნათქვამია განცხადებაში.

მედია ასევე წერს, რომ გამოძიების პირველადი შედეგები სრულად ადასტურებს ტერორისტების ქმედებების დაგეგმილ ხასიათს, ასევე დანაშაულის ორგანიზატორების ფრთხილად მომზადებას და ფინანსურ მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი