ამომრჩევლის მოსყიდვა და პოლიტიკური ნიშნით ძალადობა - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდს  აფასებს და საგანგაშო ტენდენციებზე მიუთითებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვის, ფიზიკური ძალადობისა და პოლიტიკური ნიშნით მუქარის ფაქტები გამოავლინა. 

დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია, სასულიერო პირები აქტიურად ესწრებიან მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებს, რაც შესაძლოა მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებელ საშუალებად იყოს გამოყენებული.

გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება, საეკლესიო პირების ჩართვა ხელისუფლების კამპანიაში და ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამიზნული სოციალური პროექტები,-ამბობენ ორგანზიაციაში.

"სამართლიანი არჩევნების" კვლევები მიუთითებს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები. ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ გასულ თვეში  მოსყიდვის 17 ფაქტი დაფიქსირდა, ამ ქმედებაში კი შემჩნეული არიან მმართველი პარტია და "პატრიოტთა ალიანსი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი