შეძლებენ თუ არა COVID-19-ით ინფიცირებულები არჩევნებში მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასში ფიქრობენ, რა ფორმით შეიძლება ჩაერთონ კარანტინში მყოფი პირები საარჩევნო პროცესში.

თუ ინფიცირებულები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს იქნება კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, თუმცა ცესკოში ფიქრობენ, რომ მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა. სწორედ მასთან შესაბამისობაში აპირებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებას.

გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულები იქნებიან ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, უზრუნველყოს ამომრჩევლის ხმის მიცემა და ინფიცირებულთა ჩახსნა პროცესიდან მიუღებელია. 

ქვეყანამ უნდა დაიცვას მათი კონსტიტუციური უფლება და ადგილზე მიიტანოს გადასატანი ყუთები, რომლის საშუალებითაც ინფიცირებულები კუთვნილ ხმას მისცემენ სასურველ პარტიასა და კანდიდატს, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი