რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმის გამართლების ბრალდებით, ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ტაჯიკეთის მოქალაქეს, ბახოდურ ზუხუროვს, პატიმრობა ტერორიზმის გამართლებაში წაყენებული ბრალის საფუძველზე მიუსაჯა. ირკვევა, რომ მან თანდასხმასთან დაკავშირებით დადებითი კომენტარები ტელეგრამზე აკეთა. 

სასამართლოს პრესსამსახური ამბობს, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა და მოინანია.

ასევე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გუშინ ამტკიცებდა, რომ "გამოძიებამ დაადასტურა კავშირი "კროკუსში" მომხდარ თავდასხმასა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის".

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი