
ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა. დაკავების წინ მან კაფიდან ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ყველა მათგანი დაწესებულების თანამშრომელი იყო. ქალაქის მერი ადასტურებს, რომ მძევლებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცს, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა. დამნაშავის მოტივი ჯერ უცნობია.