"ქვეყნის მასშტაბით [დრონების] ფრენა სრულად უნდა აიკრძალოს" | გერმანია ევროპის ჩემპიონატის პერიოდში სასაზღვრო კონტროლსაც გაამკაცრებს

გამოქვეყნდა:

"დრონები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება. ქვეყნის მასშტაბით [დრონების] ფრენა სრულად უნდა აიკრძალოს", - ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი ადგილობრივ გამოცემასთან საუბრობს. როგორც მან გამოცემა BILD-ს უთხრა, უპილოტო საფრენი აპარატები ევროპის ჩემპიონატისთვის ყველაზე დიდი ტერორისტული საფრთხეა.

ასევე, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქვეყანაში "ექსტრემისტებისა და კრიმინალების" შესვლის მზარდი საფრთხე იქნება, რასთან საბრძოლველადაც, ქვეყნის ყველა სასაზღვრო ზონაში დროებითი სასაზღვრო კონტროლი იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება და 14 ივლისს დასრულდება. ევროპის ჩემპიონატში, ისტორიაში პირველად, მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი