ავარია  ჭავჭავაძის გამზირზე - მანქანა ავტობუსს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ჭავჭავაძის გამზირზე  მსუბუქი მანქანა ავტობუსს შეეჯახა. როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ადმინისტრაციული წესითაა დაწყებული.  

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელი გრძელდებოდა. ავტობუსების გაჩერება გაზირის ცენტრალურ ხაზზეა მოწყობილი და სამანქანო მოძრაობას ყოფს.



რეაბილიტაციის შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავტობუსთნ შეჯახებით ავარია ხდება. იყო შემთხვევა, როცა ავტომობილი გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურზე შევარდა.

გამზირის გახსნისთანავე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა შექმნილ საცობებსაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი