რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში წარადგინა | დოკუმენტში არცერთი გახმაურებული კორუფციული სქემა არ მოხვდა

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში არცერთი გახმაურებული კორუფციული სქემა არ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ  ბიუროს რეფორმირება ევროკომისიის დათქმებიდან ერთ-ერთია, უწყების ხელმძღვანელს ამ მიმართულებით არაფერი უთქვამს.

კორუმპირებული კლანის, აშშ-ის მიერ კორუფციულ საქმიანობაში მოსამართლეთა მხილებისა და დასაცინრების საკითხზე ბიუროს ხელმძღვანელმა და პრემიერმა მხოლოდ მედიის მიერ დასმული კითხვების შემდეგ ისაუბრეს.

მანამდე კი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას უსწრებს. მან უპასუხა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ დასმულ კითხვასაც და თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან კავშირი არ ჰქონია. 

"რაც შეეხება ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, მის მერ თანამდებობის დატოვებას არანაირი კავშირი ჰქონდა კორუფციასთან. რაც შეეხება  კორუფციასთან ბრძოლას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა...

გვაქვს კარგი მონაცემები. ყველა საერთაშორისო რედინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ვუსწრებთ ყველა ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას," - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი