"ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდება კანონის სრული დაცვით" | ღარიბაშვილის მიერ დანიშნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წელს შემოწმდა და დადებითად შეფასდა.

ის ასევე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის მიერ 2023 წელს წარმოდგენილი დეკლარაციაც "კანონის სრული დაცვით" შემოწმდება.

"ყოფილი პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ეს შემოწმდა დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია შეფასდა დადებითად. რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე დასახელებულია შესამოწმებელ პირთა სიაში და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია შემოწმდება კანონის სრული დაცვით," - თქვა კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში არცერთი გახმაურებული კორუფციული სქემა არ მოხვდა. 

ბიურო გასულ წელს შეიქმნა. კუპრაშვილი მის ხელმძღვანელად პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი