ირაკლი ღარიბაშვილი "იაფფასიან კამპანიას" უწოდებს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებსა და აქტივობებს და ამბობს, რომ "პრეზიდენტი ვერ ეგუება" იმ აზრს, რომ მალე თანამდებობაზე აღარ იქნება და მისივე თქმით, "ჩართულია იაფფასიან კამპანიაში".
ეხლა მოიფიქრეს, რომ მოდით რაღაც დამატებითი უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. არაფერი არ უშველით. რამდენი უბანიც არ უნდა დაამატონ, ამას გადაწყვეტს ხელისუფლება, მაგრამ ეს ყველაფერი არის მოგონილი. თუ ვინმეს უნდა დიასპორას, არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ. არის საელჩოებში გახსნილი უბნები, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ? " აღნიშნა ღარიბაშვილმა
კანონით, 50-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერისა და მიმართვის შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია იმ ქალაქში საარჩევნო უბანი გახსნას, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება ამას არ აპირებს.
ცესკო-ს თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულ უმოქმედობაში დაადანაშაულა.