შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საერთაშორისო მედიის სკანდალურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსული სამხედრო დაზვერვა თბილისში, ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ იცის მხოლოდ ის, რაც საჯაროდ მედიით გავრცელდა:
"დღეს დილიდან პარლამენტში ვარ, რასაც გავეცანი ღია წყაროებში მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს, სხვა ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს ვერ მოგახსენებთ" უთხრა დარახველიძემ "მთავარ არხს"
შეგახსენებთ, რუსული სპეცსამსახურები თბილისში ამერიკელი დიპლომატების მოწამვლაში ამხილეს. სკანდალური გამოძიება მსოფლიოს სამმა ყველაზე მსხვილმა გამოცემამ ჩაატარა. "სიბიესი" "შპიგელი "და "ინსაიდერი" ასაჯაროებენ ე.წ. ჰავანის სინდრომის დეტალებს, რომლითაც ამერიკელ დიპლომატებს საქართველოში ანეიტრალებდნენ.
გამოძიების თანახმად 2021 წლის ოქტომბრიდან დიდ დიღომში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს ოჯახის წევრზე ზებგერითი იარაღით ზემოქმედებდნენ, რომელიც ჯანმრთელობას მძიმე შედეგებს აყენებს. გრუ-ს აგენტურა თბილისში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. თბილისის გარდა რუსეთის სპეცსამსახურები დიპლომატებზე ზებგერითი იარაღით ჩინეთსა და ფრანკფურტში ზემოქმედებდა.