"ირანის საკონსულოზე თავდასხმა ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა" | ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი სირიაში, ირანის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

"დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა არის ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევა," - განაცხადა ამირაბდოლაჰიანიმ.

მინისტრის განცხადებით, ირანი ამ თავდასხმას პასუხს გასცემს. მან ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) უფროსი მეთაური, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი