"აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ აშშ-ს ზიანი მიაყენოს", - ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში გავლენიანი გამოცემების გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, "ჰავანას სინდრომი", რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ანომალიურ ინციდენტებს გულისხმობს, შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული.
"ახალი ინფორმაცია The Insider-სგან და 60 minutes-სგან რუსეთის როლზე "ჰავანის სინდრომზე". აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ ამერიკას ზიანი მიაყენოს. ამის იგნორირება ან სხვა მხარეს გახედვა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს", - წერს სენატორი X-ზე.