მდინარაძე ამბობს, რომ რუსული კანონის საკითხზე ივანიშვილი მათი "თანამოაზრეა"

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუშინ უმრავლესობის სხდომაში პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ჰქონდათ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით. ამ კანონპროექტს მმართველი გუნდი პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. 

"გვქონდა კომუნიკაცია [ბიძინა ივანიშვილთან], თუმცა ჩვენი ინიციატივა იყო და დაგვეთანხმა. მათ შორის, თანაინიციატორები ვართ ყველანი, ლიდერები ამ გადაწყვეტილებას, მე დამირეკა, გადავურეკე თუ ჩავერთე, ეს თქვენი საქმე არ არის. პირდაპირ გეუბნებით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და ის არის თანამოაზრე ამ საკითხში. მათ შორის, პოლიტიკური ყველა წევრი, არის თანამოაზრე ამ საკითხის, შესაბამისად, ეს შეთანხმებულია, პოლიტიკურ საბჭოსთან, ამაზე საუბარი დაიწო გუშინწინ, და გაგრძელდა გუშინ, რადგან უმრავლესობის სხდომაზე სხვა საკითხები იყო... პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე საქმის კურსშია დეტალურად და იზიარებს ამ განცხადების პათოსს სიტყვა სიტყვით, ყველგან ვართ ერთ აზრზე", - ამბობს მდინარაძე

შეგახსენებთ, რომ "ოცნება" პარლამენტში "რუსულ კანონს" ხელახლა აინიცირებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი