ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი | ხაბეიშვილი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ასე აფასებს ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე.

"რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ. 

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი და აქედან დაახლოებით 5-6 თვეში არის უნიკალური შესაძლებლობა ხელისუფლება შევცვალოთ. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს გააზრებული არჩევანი გასაკეთებელი - უნდათ იცხოვრონ გაჭირვებაში, სიღარიბეში, იქ სადაც მუდამ ემიგრაციაზე ფიქრობენ, შვილები დედების გარეშე იზრდებიან, თუ იცხოვრებენ ევროკავშირში ეკონომიკური დოვლათით, მაღალი ანაზღაურებით, ნორმალური დასაქმებით, იმ პირობებით, რომლითაც შეძლებენ ოჯახების შენახვას, ბედნიერებას, გაღიმებას, რასაც სამწუხაროდ გადაეჩვია ჩვენი საზოგადოება უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. 

ამიტომ, ყველა ერთად პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა ხვდებოდეს მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლება არის დასრულებული, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება.“ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი