"ისინი ადასტურებენ, რომ არ აქვთ წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები"| კუბილიუსი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე, "მთავარ არხთან" აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს. კუბილიუსის თქმით, ბრიუსელიდან უარყოფითი რეაქციაა მოსალოდნელი:

"ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ  ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის  ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ " - ამბობს კუბილიუსი 

 შეგახსენებთ, რომ "ოცნება" პარლამენტში "რუსულ კანონს" ხელახლა აინიცირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი