
"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ბექა ოდიშარიასა და "გირჩისგან" ქალების მიმართ უცენზურო გამონათქვამებს პლენარულ სესიაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდის გამბედაობა "ოცნებიდან" ისევ ქალ დეპუტატს აღმოაჩნდა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ, ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს არ გეყოთ ამის გამბედაობა. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი. "გირჩებს" რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ . გასაგებია უკვე სად არის თქვენ ადგილი. მე ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც. არანაკლებ მძიმე განცხადებები პატივცემული მეგრელიშვილის და მისი თანაგუნდელების მიერ, ამის მიმღებლობა. გავიგეთ როგორც გვიყურებთ ყველა ქალს ამ საზოგადოებაში და თქვენს შესახებ უფრო მეტი რამ გავიგეთ ამ გამონათქვამებით. სად დაიმალა, რომელ სოროშია, რატომ არ გამოგყავთ თქვენი ფალავანი?! აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, ბექა ოდიშარიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, გუშინ ბოდიში ნინო წილოსანმა მოიხადა.