მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები - "ოცნება" იმუქრება, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში  პირველად არჩევნებით მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ამბობს რომ გზავნილი ახლაც იგივე აქვს. მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოსვლას არეულობით არ აპირებს. მის პოლიტიკურ გეგმებში პრემიერმინისტრობა შედის, თუმცა მხოლოდ 2 წლით.

საგანგებო მიმართვის დროს მესამე პრეზიდენტს არ მორიდებია ელაპარაკა საკუთარ შეცდომებზე. თქვა რომ ბოდიში არ კმარა, შეცდომებს კი  გამოსწორება სჭირდება. დააანონსა რეფორმები ძალოვან უწყებებში და სასამართლო სისტემაში. 

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვის საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის გეგმა არადამაჯერებელია და იმუქრებიან, რომ თუ სააკაშვილის საქართველოში ჩამოვა, ციხეში გაუშვებენ. 

"ევროპულ საქართველოში" კი სააკაშვილის მიმართვას "კეთილი სადღეგრძელო" უწოდეს.

ოპოზიციის მეორე ნაწილმა კი მიანიშნა რომ ახლა მთავარი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაა და სააკაშვილს ამ პროცესში გარდატეხის შეტანა შეუძლია. 

პოლიტიკური განაცხადი რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება მიხეილ სააკაშვილმა  27 აგვისტოს გააკეთა. ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პლატფორმა წარადგინა, მესამე პრეზიდენტი კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი