
ქართველი ხალხის ევროპული მომავალი სასწორზე დევს - უმძიმესი გაფრთხილება ევროპიდან. ქართული ოცნებისთვის 12 ევროპული პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელებმა საერთო გზავნილი გაასაჯაროვეს. ქართველი ხალხისთვის საფრთხის გარდა, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებით რუსული კანონი არის ხელისუფლების მტრული გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის მთავარი აქტორია.
არანაკლებ მძიმე განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარები. ოცზე მეტი ევროდეპუტატი ღიად ადანაშაულებს ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის საბოტაჟში და ღიად მოითხოვენ რუსული კანონის გაწვევას. იმ შემთხვევაში კი თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ხალხის ქვეყნის მტრებად გამოცხადებას და ხელს შეუშლის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ბრიუსელში სტატუსის და უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც არ გამორიცხავენ.
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს - ნათქვამია 22 ევროპარლამენტარის ერთობლივ წერილში, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებასთან დაკავშირებით.
"მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს...
ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება", ნათქვამია წერილში
დეპუტატები ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, საქართველოს ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად გამოაქვეყნოს შესაბამისი შეფასება.
ხელმომწერები: