"დინებას მივყვები... მოსამართლეზეა დამოკიდებული ყველაფერი", - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისი დასკვნითი სასამართლო პროცესისა და განაჩენის გამოცხადების წინ, "მთავარ არხთან", გადაცემა Post Factum-თან სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს.
"...ციხეა რა, ციხე. ცუდი სიტუაციაა. კარგი სიტუაცია ციხეში არაა არსად, არ მგონია. გარეთაც არ არის კარგი სიტუაცია, ასე რომ... სასამართლოსთან დაკავშირებით დინებას მივყვები. მოსამართლეზეა დამოკიდებული საბოლოო ჯამში ყველაფერი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე", - ამბობს ლაზარე.