
"მთავრობა უნდა შევცვალოთ... ფოკუსი გვქონდეს არჩევნებისკენ", - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისი
დასკვნითი სასამართლო პროცესისა და განაჩენის გამოცხადების წინ, "მთავარ არხთან", გადაცემა Post Factum-თან სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს და "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.
"ამას [რუსულ კანონს] რომ უკან დააბრუნებდნენ, ეგ მოლოდინი არ მქონდა ნამდვილად. მეგონა, რომ სხვა ალტერნატიულ გზებს იპოვნიდნენ, მაგრამ ასე პირდაპირ რომ შეტევაზე გადმოვიდოდნენ, ნამდვილად არ მეგონა.
[...]
ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, რაზეც ფოკუსი უნდა გვქონდეს წელს, არის ის, რომ მთავრობა უნდა შევცვალოთ. ყველანაირად ფოკუსი გვქონდეს არჩევნებისკენ. რეაგირება და რეაქცია მაინც არ უნდა შევაჩეროთ. ერთად უნდა დავდგეთ. ახლა ამ რუსული კანონის დაინიცირებაც მაგაზე მიუთითებს, რომ სხვა გზა არ არის, ისევ პოლარიზაციას იწყებენ და ერთ წრეზე გვაბრუნებენ. ჩემი აზრით, არ უნდა გავუტაროთ და ისევ ერთად უნდა დავდგეთ", - ამბობს ლაზარე.