რას ემსახურებოდნენ მმართველი გუნდის ლიდერები მაშინ, როდესაც წარსულში, წლების განმავლობაში, არასამთავრობო სექტორში მუშაობდნენ და იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას? - "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამაზე საუბარი უჭირთ.
"მთავარი არხის" კითხვას - "ვინმე გავალებდათ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაგეტარებინათ? - "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე, გაურბის და არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ "რუსული კანონის" მთავარი დამცველები და ინიციატორები ის დეპუტატები არიან, ვინც პოლიტიკაში მოსვლამდე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და ხელფასს იღებდნენ. ახლა კი ამ სექტორის "გაუმჭვირვალობაზე" საუბრობენ.
მაგალითად, გივი მიქანაძე 2000-2001 წლებში გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი იყო; 2004-2005 ნაციონალური ექსპერტი ევროკავშირის პროექტში "სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა"; 2005 წელი - ეუთოს პროექტის დირექტორი; 2015-2016 წლები - ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.