მდინარაძე რუსული კანონის კრიტიკაზე გაეროს არგუმენტებს სთხოვს

გამოქვეყნდა:

"არ არსებობს მსოფლიოში, მათ შორის არც ჩვენ მეგობარ ქვეყნებში, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციას ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე, ასეთი არ არსებობს და აღარ იქნება ჩვენთვის" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, ასევე სხვა ოფიციალური უწყებებისგან არგუმენტებს ითხოვს რუსულ კანონის კრიტიკის გამო.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა გაეროს განცხადებაზე, სადაც წერია - "აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში".

"შეშფოთებულები არიან, დაარტყამს სამოქალაქო საზოგადოებას, ამას იზას, იმას იზამს, რატომო?! რა წერია. მე გეუბნებით, რომ არ შეუქმნის, და რატომ შეუქმნის. კი არ ვემიჯნებით, მათ არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის, რაც არ უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს ევროპაში. [...] არგუმენტი არ არის მეთქი, ასეთი ოფიციალური სტრუქტურა და ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს ჩვენთვის, რომელიც არგუმენტის გარეშე რაღაცას გვეტყვის და ამას მივიღებთ. [...] გნებავთ გაერო იყოს, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურის, ჩვენ მეგობრებში მათ შორის, სხვაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ მეგობრებში, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში, არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ. გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, აგერ უმრავლესობის სახელით", - თქვა მდინარაძემ. 

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი