ხელისუფლება პროტესტს რუსული პროპაგანდითა და მობილიზებული პარტაქტივით უპირისპირდება. ახალგაზრდები მთელი ღამის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში გაკრულ რუსული კანონის პროპაგანდისტულ ბანერებს ხსნიდნენ. მმართველი პარტიის აქტივისტები კი მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.
რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა, "ოცნების" აქტივისტები ამოიცნეს და მათ შორის არიან ნიკა ჭუჭულაშვილი და გიორგი შუკვანი.
"ქართული ოცნების" პარტაქტივი და "კაი ბიჭები" , ის ადამიანები, ვინც დილით მეტადონის რიგში დგანან, საღამოობით გამოჰყავთ, ამეებს აკვრევინებენ რასაც ჩვენ ვხევთ და თუ დაგვიჭირეს იმ მომენტში, როდესაც ვხევთ, თავდასხმები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებია. გამორჩეული სახეებიც ჰყავთ. მაგალითად, მარჯანიშვილის ტერიტორიაზე გიორგი შუკვანი ჰყავთ, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ რიგითი გამვლელია, რომელიც თავის ქალაქზე ზრუნავს და როგორც თვითონ ეძახიან - ამ საინფორმაციო ბანერებს რომ ვუხევდით არ მოსწონდა, გამოვიჭირეთ შემდეგ სოციალურ ქსელში უდევს ფოტოები როგორ აკრავს ამ ყველაფერს და გუშინ ღამე გამოვიჭირეთ თვითონ პროცესში - გაკვრამ, ვედრო, საღებავები, მის ბრიგადასთან ერთად"- ამბობს სანდრო ქინქლაძე.
"მთავარმა" ე.წ. სქრინიც მოიპოვა "ოცნების" ჩატიდან, სადაც აქტივისტები დავალებებს იღებენ, რომელ უბნებში უნდა გააკონტროლონ მათი "საინფორმაციო პლაკატების" გაკვრა-ჩამოხევა.
სტუდენტებმა რამდენიმე ადგილას, მათ შორის, სოლოლაკში ოლიგარქის რეზიდენციასთანაც ხელშეშლის მიუხედავად ბანერების ჩამოხსნა მოახერხეს.