ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი ვერ შედგა, სხდომა ისევ ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა. მიზეზი კვორუმის არ არსებობა გახდა. მმართველი ძალა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა  და კომისიის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს. "ოცნებამ" საკრებულოს სპეციალური  განცხადებით მიმართა.  

ფრაქცია "ახალის"  წევრები "ოცნებასა" და "ენმ"-ს გარიგებაში ადანაშაულებენ:

"საქართველოში სამი საკრებულოდან ერთ- ერთი საკრებულო არის ზუგდიდის, სადაც თანამდებობებს იკავებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ეს არის ენმ , გახარია საქართველოსთვის და ზუგდიდში შემდგარი ფრაქცია ახალი. ნაცები ქოცებთან ერთად ემზადებიან, რომ ზუგდიდში აღარ  იყოს ოპოზიციური საკრებულო და სავარაუდოდ, ნაცები და ქოცები გადაინაწილებენ ერთად. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, ან მხოლოდ ქოცებს  მისცემენ ხმას ნაცები..სხვა ლოგიკური ანგარიში აქ არ ჯდება" - ამბობს  ფრაქცია "ახალი"-ს თავმჯდომარე, მაია კალანდია 

ზუგდიდის საკრებულოში უკვე რამდენიმე დღეა, სხდომას   ენმ-სა და "ოცნების" წარმომადგენლები არ ესწრებიან.  როგორც "ახალში" ამბობენ, ეს მას შემდეგ, რაც საკრებულოში მათი ფრაქცია ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი