შეიძლება იყოს მძიმე საუბარი, მაგრამ კრიტიკა იქნება 0 არგუმენტით | მდინარაძე კობახიძე- შოლცის შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ბედავენ" და ეკითხებიან ქვეყნის გარეთ პარტნიორებს თუ ქვეყნის შიგნით აქტორებს, რომლებიც რუსულ კანონს აკრიტიკებენ, დაუსვან კითხვა "რატომ".  ის ითხოვს განმარტებას, რატომ აშორებს ეს კანონი საქართველოს ევროპასთან. 

ჟურნალისტმა მას ჰკითხა პრემიერისა და გერმანიის კანცლერს შორის ხვალ გასამართ შეხვედრაზე და იმაზე, ელოდება თუ არა, რომ მხარეებს მძიმე საუბარი იქნება, რაზეც მან უპასუხა: 

"შეიძლება იყოს მძიმე საუბარი, და კრიტიკული საუბარი, მაგრამ პასუხი იქნება არგუმენტებით სავსე, მაგრამ კრიტიკა იქნება 0 არგუმენტით, გარანტირებულად გეუბნებით. რაც არ უნდა მძიმე იყოს საუბარი. [...] [რადგან პირისპირ შეხვედრაა, იქნება თუ არა იმაზე მძიმე, ვიდრე საჯარო განცხადებებიდან ვისმენთ] არა, მე მგონია, რომ უფრო მსუბუქი იქნება, იმიტომ, რომ არგუმენტები არ აქვთ".

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი