
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიციაში დაიბარეს.
ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში 12 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა გამოკითხვაზე არ მივიდა. როგორც "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში ითხოვს.
შეგახსენებთ, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი
ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. გიორგი ვაშაძე ფაქტს წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.