თუ ჩვენი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთო, უნდა შევწყვიტოთ? | მდინარაძე პესკოვის ქებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატს, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც რუსულ კანონზე თქვა, რომ როცა ოკუპანტი ქვეყანა მიესალმება ამ კანონპროექტს, მეგობრები შეშფოთებას გამოხატავენ, კითხვა უნდა დაისვას, არის თუ არა ის კარგი.

მდინარაძემ თქვა, რომ ელჩის კრიტიკას არ იღებენ და კითხვას უტრირებულად უპასუხა:

"დრამატიზირებისათვის და უტრირებისთვის ბოდიში, თუ კი ჩვენი მეგობრები გვეტყვიან მოდით, ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან, რომ კარგია, ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ?!"

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი