არც ერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ინტერესები | კალაძე დასავლეთის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ არც ერთი გაერთიანება არ უღირს ქვეყნის ინტერესების დაზიანებად. კალაძეს არ დაუკონკრეტებია ვინ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. 

რუსული კანონის გამო "ოცნება" მაგალითად, გააკრიტიკა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტემბერგმა და თქვა, რომ "ეწინააღმდეგება" მმართველი პარტიის მიერ მის ხელახლა ინიცირებას.

"არც ერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. [...] რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი იყო ფეხქვეშ გაგებული. ყველა გაერთიანებას ეხება, რომელი გაერთიანებაც გინდათ მოიფიქრეთ თქვენ", - ამბობს კალაძე.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი