"ლაზარე არის დატყვევებული რეჟიმის მიერ, მაგრამ მორალურად ის არის ყველაზე ძლიერი პატიმარი" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ლაზარე არის დატყვევებული რეჟიმის მიერ, მაგრამ მორალურად ის არის ყველაზე ძლიერი პატიმარი", - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს და ლაზარე გრიგორიადისისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

მართალია, ლაზარე არის ახლა დატყვევებული რეჟიმის მიერ, მაგრამ ის არის მორალურად ყველაზე ძლიერი პატიმარი. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ის იამაყებს, მისი მშობლები იამაყებენ, მისი ოჯახის წევრები იამაყებენ, მისი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ მომავალში. პოლიტიზირებული რომ არის მართლმსაჯულება ქვეყანაში, ყველამ ვიცით, ეს არის დამატებითი გამოწვევა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ვინაიდან, ამ, რუსული კანონის მიღება-არმიღების პეტიპეტიების გამოა ის დატყვევებული ხო, ლაზარე, და აი, დღე-დღეზე ცდილობს, კვლავ რუსული კანონი, კანონპროექტი, კანონად აქციოს. ივანიშვილის ხელისუფლება და ეს არის დამატებითი ჩვენთვის მოტივაცია და ვალდებულება, რომ ამ პროცესში ვიყოთ მხნედ, როგორც არასოდეს და ერთსულოვნები ვიყოთ, როგორც არასოდეს, - ამბობს ნიკა მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი