როგორი უნდა იყოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი - ამომრჩეველი კოალიციურ მთავრობას ითხოვს. "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვა - „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. გამოკითხული მოქალაქეებიდან ნახევარზე მეტი - 52% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 69.5% კი მიიჩნევს რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. კვლევის შედეგი აჩვენებს რომ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის საქმიანობით ამომრჩეველი კმაყოფილი არ არის . „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ გაზომა პარტიების პოლიტიკური მხარდაჭერაც. არჩევნებამდე 6 თვით ადრე სურათი ასეთია - საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი- გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხელშია.
კიდევ ერთი დეტალი - გამოკითხულთა 73.7% ითხოვს, რომ მოსამართლეებისთვის კეთილსინდისიერების მექანიზმი ამოქმედდეს.
გამოკითხვა 1-ელიდან 10 აპრილის შუალედში ჩატარდა, ამიტომ რუსული კანონის შესახებ კვლევაში კითხვები დასმული არ არის, რადგან მეორედ ეს კანონპროექტი ჯერ დაინიცირებული არ იყო.
იხილეთ: