საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

გთავაზობთ კვლევის შედეგების სრულ ვერსიას:

კითხვაზე, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით თუ არასწორი მიმართულებით?

  • არასწორი მიმართულებით - 52.0%
  • სწორი მიმართულებით - 42.4%
  • არ ვიცი, უარი პასუხზე - 5.5%

როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 1 წლის განმავლობაში? - 

  • გაუარესდა - 42.7%
  • არ შეცვლილა - 30.7%
  • გაუმჯობესდა - 24.9%
  • არ ვიცი - 1.7%.

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია?

  • არ ვეთანხმები - 28.0%
  • ვეთანხმები - 69.5%
  • არ ვიცი - 2.5%.

როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

  • უარყოფითად - 37.6%
  • არც დადებითად, არც უარყოფითად - 31.2%
  • დადებითად - 26.9%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 4.3%

როგორ შეაფასებთ პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

  • უარყოფითად - 58.2%
  • არც დადებითად, არც უარყოფითად - 26.4%
  • დადებითად - 7.2%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 8.2%

რამდენად ეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება იყოს კოალიციური

  • არ ვეთანხმები - 13.1%
  • თანაბრად ვეთანხმები და არც ვეთანხმები - 16.3%
  • ვეთანხმები - 63.5%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 7.0%.

რამდენად ეთანხმებით, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით მართავს სასამართლოს? 

  • არ ვეთანხმები - 21.0%
  • ვეთანხმები - 56.6%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 22.4%. 

ემხრობით თუ არა მაღალ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას?

  • ვემხრობი - 73.7% 
  • არ ვემხრობი - 16.3%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 10.0%.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? 

  • ქართული ოცნება - 31.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 9.6%
  • ახალი - 9.1%
  • საქართველოსთვის - 3.3%
  • ლელო საქართველოსთვის - 3.0%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.7%
  • ევროპული საქართველო - 1.4%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4%
  • მოქალაქეები - 1.4%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3%
  • ხალხისთვის - 1.1%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1%
  • გირჩი - 1.0%
  • სამართლიანობისთვის -0.4%
  • ხალხის ძალა - 0.4%
  • პატრიოტთა ალიანსი - 0.4%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3%
  • რესპუბლიკური პარტია - 0.2%
  • კანონი და სამართალი -0.2%
  • სხვა პარტია -0.2%
  • არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია -17.3%;
  • არცერთ პარტიას - 6.9%
  • უარი პასუხზე -3.6%
  • არ წავალ არჩევნებზე - 3.3%

თუ თქვენ მიერ პირველ რიგში დასახელებულმა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, როგორი იქნება თქვენი მეორე არჩევანი?

  • ქართული ოცნება - 12.3%
  • ახალი - 10.0%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 8.6%
  • საქართველოსთვის - 5.6%
  • ლელო საქართველოსთვის - 4.6%
  • ევროპული საქართველო - 2.8%
  • ხალხისთვის - 2.6%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 2.4%
  • ხალხის ძალა - 2.0
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.9%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.9%
  • გირჩი - 1.8%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1.5%
  • მოქალაქეები - 1.2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.0%
  • კანონი და სამართალი - 0.8%
  • სამართლიანობისთვის - 0.7%
  •  სხვა პარტია - 0.7%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.4%
  • რესპუბლიკური პარტია - 0.2%
  • არ ვიცი - 19.3%
  • არცერთ პარტიას - 16.5%
  • უარი პასუხზე - 1.2%.
  • არ წავალ არჩევნებზე - 0.1%

რომელ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? - ამ კითხვაზე რესპონდენტების პასუხები ასე განაწილდა (დასაშვებია იყო ორი პოლიტიკური პარტიის დასახელება):

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 31.1%
  • ქართული ოცნება - 27.9%
  • პატრიოტთა ალიანსი - 13.1%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 11.7%
  • ევროპული საქართველო - 10.9%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 10.5%
  • ახალი - 9.8%
  • ლელო საქართველოსთვის - 9.7%
  • გირჩი - 8.3%
  • ლეიბორისტული პარტია - 8.2%
  • კანონი და სამართალი - 7.4%
  • ხალხის ძალა - 6.1%
  • მოქალაქეები - 6.0%
  • რესპუბლიკური პარტია - 5.9%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 5.8%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 5.7%
  • საქართველოსთვის - 5.1%
  • სამართლიანობისთვის - 4.6%
  • ხალხისთვის - 3.0%
  • სხვა პარტია - 0.1%
  • არ ვიცი - 12.6%
  • უარი პასუხზე - 5.4%
  • არ არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტია - 4.7%

თქვენი აზრით, როგორ დასრულდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები?

  • ქართული ოცნება ერთპიროვნულად დარჩება ხელისუფლებაში -41.8%
  • ქართული ოცნება შექმნის კოალიციას რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან ერთად -11.4%
  • ხელისუფლებაში მოვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოალიცია, ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობით -11.4%
  • ხელისუფლებაში მოვა ოპოზიციური პოლიტიკური პოლიტიკური პარტიების კოალიცია, ნაციონალური მოძრაობის გარეშე -4.2%
  • ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა -2.3%
  • არ ვიცი -28.4%
  • უარი პასუხზე -0.5%

იმის მიუხედავად, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, თქვენ მხარს უჭერთ: 

  • არსებული ხელისუფლების ცვლილებას - 50.8%
  • არსებული ხელისუფლების შენარჩუნებას -33.0%
  • არ ვიცი - 13.3%
  • უარი პასუხზე -2,9%

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 37.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 18.8%
  • ახალი - 13.8%
  • საქართველოსთვის -5.2%
  • ლელო საქართველოსთვის -4.7%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.7%
  • ევროპული საქართველო - 2.3%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -2.2%
  • მოქალაქეები - 2.2%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -2.1%
  • ხალხისთვის - 1.8%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.7%
  • გირჩი - 1.7%
  • სამართლიანობისთვის -0.7%
  • ხალხის ძალა - 0.6%
  • პატრიოტთა ალიანსი - 0.6%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.5%
  • რესპუბლიკური პარტია - 0.4%
  • კანონი და სამართალი -0.3%
  • სხვა პარტია -0.3%

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, ჩაატარა "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" (ISSA). გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი