ერთ დროს "ქართული ოცნების" გუნდში მყოფი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ მმართველი პარტიის სიაში ახალი სახეები არ იქნებიან, ეს იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ოლიგარქი ივანიშვილი სიის დაკომპლექტებაში არ მონაწილეობდა. ამ განცხადებებით ისინი "ოცნების" სიას ეხმაურებიან, რომელიც მმართველმა პარტიამ ხვალ უნდა წარადგინოს.
ოპოზიციის წევრები ამბობენ იმასაც, ამ ეტაპზე, "ოცნებას" გაუჭირდება იპოვოს ახალი სახეები, რომლებიც იქნებიან სიაში წარმოდგენილი.
მას, რომ ჰყავდეს ძველი გვარდია, დაეყრდნობოდა ძველ გვარდიას, მაგრამ ჰყავს Second hand, Second hand-ის Second hand-იც უკვე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძირითადად გამოვა იმ შემადგენლობით რაც ჰყავს, ერთი-ორი ცალი თუ გაურია ვინმე ახალი, ის ახალი არ იქნება ახალი, იმიტომ, რომ არავინ არ შეუმზადებია... ვერ ვიხსენებ ვერცერთ სოლიდურ, ავტორიტეტულ ქართველ მოღვაწეს, რომელმაც ახლა იკადროს ბიძინა ივანიშვილთან ყოფნა, - თქვა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ როგორი სიაში თუ იქნება ახალი სახეები, მაშინ გამოდის რომ ბიძინა ივანიშვილი სიის შედგენაში მაწილეობდა.
დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ "ოცნების" სიის ოცეულში ვერ მოხვდებიან ის დეპუტატები, რომლებიც ცდილობდნენ 4 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად "ოცნების" სახე შეენარჩუნებინათ და ყოფილიყვნენ პრინციპულები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციაზე არ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი. თუმცა შეხვედრას ესწრება, გიორგი გახარია, გია ვოლსკი, კახა კალაძე, ასევე იმყოფებოდა ნინო წილოსანი, თუმცა შეხვედრა მან მალევე დატოვა.
ჩვენი ინფორმაციით, სიის პირველი ხუთეული ასეთია:
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" პარტიულ სიას ხვალ, 10 სექტემბერს, წარადგენს.