
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" საარჩევნო კამპანიის დროებით აჩერებს. ამის მიზეზი პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
თვითიზოლაციაშია ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში.
ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.
ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი აცხადებს, რომ ღონისძიებებში, რომლებიც 6 სექტემბერს ქუთაისში, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩატარდა, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა." ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.