"მთავარი არხის" ერთ-ერთი პირველი რესპონდენტი პოლიტიკოსებიდან ხატია დეკანოიძეა. ამბობს, რომ 1 წლის წინ საინფორმაციო ველზე შექმნილი სიცარიელე, "მთავარი არხის" დაბადებამ შეცვალა და მასში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა.
"ოცნების" ხელისუფლების მიერ ციხეში მესამედ შებრუნებულმა გიგი უგულავამ საკანში ციხის ადმინისტრაციას სწორედ "მთავარი არხის" ჩართვას სთხოვა. ირკვევა, რომ ეკა ბესელიაც "მთავარი არხის" ერთგული მაყურებელია. ოპოზიციის შეკრებებისა თუ ყოვედღიური პოლიტიკური ინტერვიუების დროს "მთავარს" ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძეც ელოდება.
"ოცნების" ლიდერების განცხადებებზე კი შეფასება მაყურებლისთვის მიგვინდია.