"აღარ გვინდა რუსეთში ცხოვრება, საქართველოს მომავალი ევროპაშია"| რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის პარალელურად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია რეგიონებშიც მიმდინარეობს. ქუთაისის მერიასთან მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 

მათ მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: "არა რუსულ კანონს!," "ეს კანონი არ არის ჩვენი არჩევანი!" და სხვა.

"არა მარტო მედიის წარმომადგენლები, არამედ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დარჩება, თუ ამ კანონს მიიღებენ. გადინება ისედაც დიდია და ახალგაზრდები, რომლებიც იხედებიან ევროპისკენ, რომლის მომავალიც არის ევროპაში, იძულებულნი გახდებიან დატოვონ ქვეყანა. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოქალაქე უნდა დაუპირისპირდეს ამ კანონს. იმიტომ, რომ აღარ გვინდა რუსეთში ცხოვრება, საქართველოს მომავალი არის ევროპაში," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ასევე ნახეთ:  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი