მთავრობა დასავლეთის დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს, ამავე დროს, დასავლეთის დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

TI-ის მიერ მომზადებულ სიას უცვლელად გთავაზობთ:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:

  • ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა - 472 მლნ ლარი
  • თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - 196 მლნ ლარი
  • 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია - 99 მლნ ლარი
  • ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი - 95 მლნ ლარი
  • ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო - ლაჯანური - 88 მლნ ლარი
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - 42 მლნ ლარი
  • თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა - 32 მლნ ლარი
  • ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი - 17 მლნ ლარი
  • თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი - 14 მლნ ლარი

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:

  • რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა - 579 მლნ ლარი
  • ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა - 380 მლნ ლარი
  • ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი - 321 მლნ ლარი
  • ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა - 280 მლნ ლარი
  • ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა - 135 მლნ ლარი
  • ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა  - 120 მლნ ლარი
  • ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია - 31 მლნ ლარი
  • ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა - 22 მლნ ლარი
  • გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა - 20 მლნ ლარი

ევროკავშირის პროექტები:

  • ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება - 270 მლნ ლარი
  • აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა - 118 მლნ ლარი
  • ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი - 117 მლნ ლარი
  • თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) - 39 მლნ ლარი
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება - 35 მლნ ლარი
  • მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) - 22 მლნ ლარი

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:

  • იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 322 მლნ ლარი
  • ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია - 158 მლნ ლარი 
  • საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება - 150 მლნ ლარი
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება - 130 მლნ ლარი
  • ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება - 123 მლნ ლარი
  • მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 71 მლნ ლარი
  • კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება - 26 მლნ ლარი

მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:

  • ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა - 230 მლნ ლარი
  • 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა - 131 მლნ ლარი
  • ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო - 61 მლნ ლარი
  • მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 35 მლნ ლარი
  • გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია - 20 მლნ ლარი

აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:

  • რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია - 159 მლნ ლარი
  • ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა - 110 მლნ ლარი
  • ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 95 მლნ ლარი
  • წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში - 81 მლნ ლარი
  • ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება - 80 მლნ ლარი
  • ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება - 52 მლნ ლარი
  • ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა - 40 მლნ ლარი
  • რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 35 მლნ ლარი
  • ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა - 25 მლნ ლარი
  • ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა - 18 მლნ ლარი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი