იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს მოუსმინა.

თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატს - მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3 ეტაპიანი გახდა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება 2-ჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად,  "ოცნების" უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კი იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით. თუმცა, მიღებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი