პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი დღეს გავა პლენარულ სხდომაზე. გუშინ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი, როგორც პაპუაშვილმა თქვა, დიღის წესრიგს მიჰყვებიან. 

სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდება. პარლამენტში გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ უშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი რატომაა კანონი რუსული და ერთადერთი, რაც მოისმინეს იყო - "იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს.... კი მაგრამ, ბრიუსელი ხომ გეუბნება არა, კი მაგრამ, ვაშინგტონი ხომ გეუბნება - არა".

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებსაც "დოგმატური არგუმენტები" აქვთ.

"ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მითუმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ არ უნდა, ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ, იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან არ მიიღოთო, ასეთი ურთიერთმითითება მიდის", - ამბობს პაპუაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი